2025 წლისთვის თელავის აეროპორტი პირველ ფრენებს მიიღებს

„თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ“- ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2025 წლისთვის პიველი ფრენებს მიიღებენ. მისივე განმარტებით, თელავის აეროპორტი შიდა მობილობას გაზრდის.

„უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის მაისისთვის უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ პირველი ფრენები მივიღოთ და თელავის აეროპორტი დავაკავშიროთ ყველა ჩვენს კერძო მფლობელობაში არსებულ აეროპორტს – ქუთაისს, ბათუმს, მესტიას, ამბროლაურსა, ასევე თბილისსაც საჭიროების შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს არის თელავთან. თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ. ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 

მსგავსი თემები