„აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი, ვინმე ქრისტო“- ირაკლი ზარქუა მოქალაქესთან მის დაპირისპირებაზე

 „კვირაობით დამყავს ხოლმე ჩემი ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ფოიეში წუთი-წუთზე ველოდებოდი ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა. ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა, მასა და მოქალაქეს შორის დაპირისპირებას.  ზარქუა ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქე, რომელმაც მას “მონა და მოღალატე” უწოდა,  “ნაც-აქტივისტი” აღმოჩნდა.

„რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა. კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი ვინმე ქრისტო, რომელიც თავის თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული ჩემთან. აქ უკვე კომენტარიც და რამე საღ მსჯელობაზე, მორალზე ან ადეკვატურობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, როცა ასეთ უმორალო ხალხს ეხება საქმე. ბოლოს, მაინც მინდა, წუხილი გამოვთქვა და აღვნიშნო, რომ ეს ქალი ალბათ შესაბრალებელია თავისი ამორალური საქციელით, ლექსიკით, სიტყვა-პასუხით და ქმედებით… ამიტომ ასეთებზე დიდად ვერც ვბრაზდები. დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე…“- წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

უმრავლესობის წევრს დღეს “მონა და მოღალატე” ეძახეს.

 

„მონა და მოღალატე“ ამჯერად ირაკლი ზარქუას ეძახეს (ვიდეო)

მსგავსი თემები