ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდებს ბენი განცს, ისრაელის ომის კაბინეტი არ დატოვოს

„ისრაელი არის ეგზისტენციალურ ომში მრავალ ფრონტზე, ბენი, ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე – ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს გამარჯვებას და ომის ყველა მიზნის მიღწევას, „პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებას და ჰამასის განადგურებას“.

შეგახსენებთ, გუშინ ბენი განცმა განაცხადა,  რომ ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა.

მსგავსი თემები