ინდონეზიაში პითონმა ქალი შეჭამა

ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი შეჭამა. მისი ცხედარი ქვეწარმავლის მუცელში მეორე დღეს იპოვეს. ინფორმაციას, BBC ავრცელებს.  ამავე ცნობით, ქალი ტყეში, სახლიდან არც თუ ისე შორს, ბაზრისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. მისი ძებნისას ბუჩქში 6 მეტრიანი პითონი აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი.

სოფლის მაცხოვრებლებმა ცხოველი გაჭრეს და ქალი გველის მუცელში იპოვეს.

მსგავსი თემები