“რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია“- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე  მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“- აცხადებენ დეპარტამენტში.

 

მსგავსი თემები