„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“- ისლანდიის საგარეო უწყება

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“-  აღნიშნულია განცხადებაში.

„არ ვცნობთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს“-აზერბაიჯანი

მსგავსი თემები