მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. Le Monde წერს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა კოალიციამ მეორე ადგილი დაიკავა.

მოსახლეობისადმი მიმართვაში მაკრონმა განაცხადა, რომ ,,ისე ვერ მოიქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა”.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთში, მარინ ლე პენის გაერთიანებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მაკრონის პარტია გავიდა.

ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 30 ივნისს გაიმართება, მეორე კი 7 ივლისს.

მსგავსი თემები