სეტყვამ ზესტაფონში ვენახი გაანადგურა

ზესტაფონის, სოფელ სვირში ძლიერმა სეტყვამ ვენახი გაანადგურა. სტიქიამ დააზარალა ბაღდათის სოფლებიც. დასეტყვილია ხეხილი და ნათესები. დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია მოსვალის 80%. სტიქიის შედეგებს ებრძვიან დასავლეთ საქართველოში

მეტი...

„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“- ისლანდიის საგარეო უწყება

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“-  აღნიშნულია განცხადებაში. „არ ვცნობთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს“-აზერბაიჯანი

მეტი...

„არ ვცნობთ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს“-აზერბაიჯანი

“არ ვცნობთ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს” – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მათ შედეგებს“- აღნიშნულია განცხადებაში.  

მეტი...

სტიქიის შედეგებს ებრძვიან დასავლეთ საქართველოში

განსაკუთრებით, რთული ვითარებაა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. ძლიერმა სეტყვამ დააზიანა ხეხილის ბაღები და გაანადგურა ვენახი. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია მოსავლის 80%. დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 15 წუთი გრძელდებოდა. უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონშიც.

მეტი...

რა ხდებოდა რიკოთზე, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო (ვიდეო)

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყალი და ლაფი ჩამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალქეებმა ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ გზა გაწმენდილია და  მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

მეტი...

“რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია“- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე  მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია. „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“- აცხადებენ დეპარტამენტში.  

მეტი...

ბაღდათის ორ სოფელში სეტყვამ ხეხილის 80% გაანადგურა

სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვენახების, ხეხილის 80% დააზიანა – რთული ვითარებაა როგორც პირველ, ასევე მეორე ობჩაში. სტიქიამ გაანადგურა ნათესები, დააზიანა ხეხილი და ვენახები. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. “სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მსხვილი კოხი იყო. ვენახი, ფოთლები, მტევნები, რასაც მოხვდა ყველაფერი ჩამოყარა ძირს. დააზიანა ხილი. პომიდორი მქონდა, სულ ძირს ჩამოყარა. დაახლოებით 80% გაანადგურა“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

მეტი...

რუსეთი აფრიკელ სტუდენტებს საომრად უკრაინაში აგზავნის – Bloomberg

რუსეთი აწარმოებს გლობალურ კამპანიას უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების გადაბირების მიზნით სულ მცირე 21 ქვეყანაში, მათ შორის აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთი მომგებიან პრემიებს და ხელფასს ჰპირდება, სანაცვლოდ მათ კონტრაქტორების გაფორმებას სთხოვს.  ამის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს. ამავე ცნობით,  კრემლი ასევე აგზავნის ათასობით მიგრანტს და უცხოელ სტუდენტს, რათა იბრძოლონ რუსეთის ჯარებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის პიონერული ტაქტიკის გამოყენებით, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იმუქრებიან, რომ არ გაუხანგრძლივებენ ვიზებს აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშაკებს, თუ ისინი არ დათანხმდებიან შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას“ – წერს გაზეთი ამ საკითხთან დაკავშირებით…

მეტი...

ბრიტანელი ტელეწამყვანი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი საბერძნეთის კუნძულ სიმიზე გარდაცვლილი იპოვეს. მას რამდენიმე დღეა ეძებენ. მედია წერს, რომ 67 წლის კაცი უგზო-უკვლოდ ოთხშაბათს მას შემდეგ დაიკარგა, რაც სანაპიროზე სასეირნოდ მარტო წავიდა. “ეს, რა თქმა უნდა, ისაა” – თქვა ქალაქის მერის მოადგილემ, ნიკიტას გრილისმა, ოფიციალური იდენტიფიკაციის მოლოდინში.

მეტი...

ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო უწყება ავრცელებს. „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“-  ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ინდონეზიაში პითონმა ქალი შეჭამა

ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი შეჭამა. მისი ცხედარი ქვეწარმავლის მუცელში მეორე დღეს იპოვეს. ინფორმაციას, BBC ავრცელებს.  ამავე ცნობით, ქალი ტყეში, სახლიდან არც თუ ისე შორს, ბაზრისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. მისი ძებნისას ბუჩქში 6 მეტრიანი პითონი აღმოაჩინეს, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი. სოფლის მაცხოვრებლებმა ცხოველი გაჭრეს და ქალი გველის მუცელში იპოვეს.

მეტი...

„აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი, ვინმე ქრისტო“- ირაკლი ზარქუა მოქალაქესთან მის დაპირისპირებაზე

 „კვირაობით დამყავს ხოლმე ჩემი ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ფოიეში წუთი-წუთზე ველოდებოდი ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა. ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა, მასა და მოქალაქეს შორის დაპირისპირებას.  ზარქუა ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქე, რომელმაც მას “მონა და მოღალატე” უწოდა,  “ნაც-აქტივისტი” აღმოჩნდა. „რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა. კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი…

მეტი...

აშშ და საფრანგეთი რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას მხარს დაჭერენ

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ამავე ცნობით,  პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი. „რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების უგულებელყოფა მიუღებელია. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, მათ შორის უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის გზით“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ძლიერი სეტყვა იყო ბაღდათში

სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ ობჩაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ვენახები გაანადგურა. დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის, წვიმაა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს გმობს

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი ე.წ არჩევნები არის უკანონო. „იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო…

მეტი...

ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების სურვილების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

“შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში”- ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს. „პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის…

მეტი...

აშშ-ში ისრაელსა და “ჰამასს“ შორის  ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ

აშშ-ში  ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იყო. ათასობით დემონსტრანტი, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ ბანერებით მივიდა. “შეაჩერე გენოციდი“ და “შეაჩერე სამხედრო დახმარება ისრაელისთვის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და მოუწოდებდნენ ჯო ბაიდენს იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტაზე და არ დაუჭიროს მხარი ისრაელს.

მეტი...

2025 წლისთვის თელავის აეროპორტი პირველ ფრენებს მიიღებს

„თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ“- ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2025 წლისთვის პიველი ფრენებს მიიღებენ. მისივე განმარტებით, თელავის აეროპორტი შიდა მობილობას გაზრდის. „უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის მაისისთვის უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ პირველი ფრენები მივიღოთ და თელავის აეროპორტი დავაკავშიროთ ყველა ჩვენს კერძო მფლობელობაში არსებულ აეროპორტს – ქუთაისს, ბათუმს, მესტიას, ამბროლაურსა, ასევე თბილისსაც საჭიროების შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს არის თელავთან.…

მეტი...

„მონა და მოღალატე“ ამჯერად ირაკლი ზარქუას ეძახეს (ვიდეო)

მმართველი პარტიის სხვა წევრების მსგავსად, ამჯერად მოქალაქემ უხერხული სიტუაცია უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი ზარქუას შეუქმნა. ზარქუას „მონა და მოღალატე“ მაშინ ეძახეს, როდესაც ის ანსამბლ „სუხიშვილების“ აკადემიაში იმყოფებოდა. „ერთ ამბავს არ ავტეხავ, მაგრამ გეტყვით „მონა და მოღალატე“ ხართ. ამ ბავშვებს უკარგავთ მომავალს. აქ სირცხვილია თქვენი ყოფნა, ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძოდა. რას დაამსგავსეთ ქვეყანა?. თქვენ მალე მიბრძანდებით სადაც საჭიროა“- მიმართა ზარქუას მოქალაქემ.  

მეტი...

ევროკავშირმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს. ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“- აღნიშნულია ინფორმაციაში. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ.  

მეტი...

ე.წ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, ხვალ, 10 ივნისის სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19-კანონპროექტისგან შედგება. უმრავლესობის წევრების  განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი,მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი,თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.    

მეტი...

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება. ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება: ევრო 2024, 18 ივნისი: თურქეთი – საქართველო 20:00; 22 ივნისი: საქართველო – ჩეხეთი 17:00; 26 ივნისი: საქართველო – პორტუგალია 23:00.  

მეტი...

ნაცემი სტუდენტი ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

თსუ-ს კორპუსთან თავდასხმის შედეგად ნაცემი სტუდენტი ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მანაგაძე, ამბობს უწყებაში დღეს საღამოს უნდა მივიდეს, თუმცა მას არა აქვს იმედი, რომ დამნაშავეებს დასჯიან.  „დღეს საღამოს ვაპირებ, მივიდე პოლიციის განყოფილებაში, სადაც უნდა ჩავაბარო ის ტანსაცმელი, რომელიც თავდასხმის დღეს მეცვა და რომელსაც აღენიშნება სისხლის კვალი და ასევე მივცე უფრო დაწვრილებით ჩვენება გამომძიებლებს. თუმცა, ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის აბსოლუტურად ფორმალობა, იმიტომ, რომ რეჟიმი, ცხადია, არ დასჯის თავის თავს. როგორც ვიცი თავდასხმაში მონაწილე 5 პირიდან არცერთი არ არის არათუ დაკითხვაზე დაბარებული, არამედ იდენტიფიცირებულიც კი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ წუთამდე…

მეტი...

ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი მგზავრი, მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლი. ფაქტზე გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

„წითელი ხაზი გადაკევთეს“- რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმას ავსტრიის თავდაცვაში ეხმაურებიან 

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი, კლაუდია ტანერი ამბობს, რომ ქვეყნებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც მათ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს. ტანერი მოხარულია, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რომ ნატო არ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში. „წითელი ხაზი გადაკვეთეს, ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში“ – განაცხადა კლაუდია ტანერმა Die Presse-თან ინტერვიუში.  

მეტი...

„ერთი თვე გავიდა და ისევ არ ვიცი სად ხარ დე“- ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს

25 აპრილიდან დღემდე, ოჯახი გაუჩინარებულ თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დალაქაიშვილი კონტაქტზე არ გამოდის, პოლიცია საქმის კურსშია. „ერთი თვე გავიდა და ისევ არ ვიცი სად ხარ დე.. თუ ვინმემ იცით ჩემი შვილის შესახებ, გთხოვთ დამირეკეთ 577748538“- წერს დალაქიშვილის დედა.  

მეტი...

„მალე გავასაჯაროებ ბინძურ ფაქტებს“- ანსამბლი „რუსთავი“ მოცეკვავემ დატოვა

მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილმა ანსამბლი „რუსთავი“ დატოვა. ამის შესახებ, მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც მოცეკვავე წერს, მის წინააღმდეგ განხორციელებულ „ბინძურ ფაქტებს“ მალე გაასაჯაროებს. „სამწუხაროდ ვტოვებ ანსამბლ რუსთავს! მალე გავასაჯაროვებ იმ ბინძურ ფაქტებს რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა , ბოროტი, შურიანი, ბოღმიანი და უნიჭო ადამიანების მიერ. მე მანდ უკვე აღარაფერი მესაქმება! ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ცოცხალი იყო!… წავიდა და ყველა თავისკენ ექაჩება მის შექმნილს! 30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა. ბოდიში მაყურებელო რომ სცენიდან ვერ დაგემშვიდობეთ. მადლობა იმ ხალხს ვისთან ერთადაც…

მეტი...

ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრანგეთში იმყოფება. ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიდერის შეხვედრის საუბრის თემები ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინა იყო. „ჩვენ ერთად ვაორმაგებთ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია, განსაკუთრებით, ლიბანში“-ნგანაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის და აშშ-ის პირველი პირები ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

მეტი...

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება

დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა. კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ და „დემოკრატები“ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, დაახლოებით 139 მანდატით, მაგრამ ცენტრისტული „განახლება“ და „მწვანეები“, სავარაუდოდ, მანდატებს დაკარგავენ.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე მედიაში შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი განმარტებით, ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა. ნუნუკა თამაზაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილის საქართველოში ჩამოსვლა  „ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებას არ უკავშირდება. „ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ: ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით, 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“ – წერს ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

რუსეთი და დე-ფაქტო აფხაზეთი საზღვრის კონტროლს ამარტივებენ

რუსეთი და დე-ფაქტო აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. ამის შესახებ “რია ნოვოსტს” აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განუცხადა. ბჟანია პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. “ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთის მხრიდან მდინარე ფსოუზე გამშვები პუნქტი ზაფხულში -ივლისი, აგვისტო, სექტემბერი – თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს” – განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...

მამაკაცს, რომელიც დანიის პრემიერს თავს დაესხა 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელიც 7 ივნისს კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დაესხა თავს, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას, „როიტერი“ დანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ვადად 12 დღე განსაზღვრა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის თავდამსხმელი პოლონელია, დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს, თავდასხმის მომენტში კი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებს.  

მეტი...