მამაკაცს, რომელიც დანიის პრემიერს თავს დაესხა 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელიც 7 ივნისს კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დაესხა თავს, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას, „როიტერი“ დანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ვადად 12 დღე განსაზღვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის თავდამსხმელი პოლონელია, დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს, თავდასხმის მომენტში კი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებს.

 

მსგავსი თემები