ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე მედიაში შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი განმარტებით, ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა. ნუნუკა თამაზაშვილი ამბობს, რომ ნიკოლოზ ღარიბაშვილის საქართველოში ჩამოსვლა  „ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებას არ უკავშირდება.

„ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ: ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით, 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“ – წერს ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები