ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრანგეთში იმყოფება. ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ლიდერის შეხვედრის საუბრის თემები ორმხრივი ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინა იყო.

„ჩვენ ერთად ვაორმაგებთ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია, განსაკუთრებით, ლიბანში“-ნგანაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის და აშშ-ის პირველი პირები ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

მსგავსი თემები