ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებული აცხადებს, რომ მას ცოლის მოშორება უნდოდა

ცოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 22 წლის მამაკაცს,  თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს იგივე მოსამართლე იხილავდა, რომელმაც ცოლზე განხორციელებული ძალადობის გამო ერთხელ უკვე დაკავებული გირაოთი გაათავისუფლა.

თორ­ნი­კე გამხვეტე­ლაშ­ვი­ლი, ამჯერად, დანაშაულს აღიარებს აცხადებს, რომ მას ცოლის მოშორება უნდოდა, თუმცა, ვერ მოიშორა.

“სასამართლოდან წასვლის შემდეგ, რაც გამათავისუფლეს, მარი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ თუ მივატოვებდი თავს მოიკლავდა. იმ დღისითაც ჩემი ნივთების წამოსაღებად მივედი. მარისთან რომ მივედი, მეუბნება, სანამ წახვალ ჩვენი დაშორების დავლიოთო, მეთქი კარგი დავლიოთ. უცბად იქ თავისი დაქალი აღმოჩნდა. მივხვდი, მე რომ შემაკავებელი მქონდა, ესენი ჩემს დაჭერას აპირებდნენ. მანამდეც მითხრა, მოგიტყუე იმიტომ რომ დაჭერა მინდოდაო. ვკითხე, ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენთან ვიყოთ-თქო? დაჟინებული სურვილი, რომ მასთან ვყოფილიყავი ვერაფრით ვერ გადავათქმევინე. მინდოდა მომეშორებინა თავიდან.

სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ბავშვები დაქალმა გაიყვანა სახლიდან, ეს ბავშვი თურმე ბებიასთან ასულა და უთქვამს ჩვენზე, ჩხუბობენო. მანამდე, დაქალი რომ გავიდა, ვეუბნებოდი მეც წავალ-თქო, ხელზე მექაჩებოდა, რომ ვერსად ვერ წახვალო, დაგიჭერენო. ნასვამი ვიყავი, ვეუბნებოდი შემეშვი-თქო. იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთაად ვცხოვრობდით,” – განაცხადა თორ­ნი­კე გამ­ხვე­ტე­ლაშ­ვი­ლმა სასამართლოზე.

 

მსგავსი თემები