ავსტრიის თავდაცვის მინისტრი, კლაუდია ტანერი ამბობს, რომ ქვეყნებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც მათ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს. ტანერი მოხარულია, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რომ ნატო არ გააგზავნის ჯარებს უკრაინაში.
„წითელი ხაზი გადაკვეთეს, ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში“ – განაცხადა კლაუდია ტანერმა Die Presse-თან ინტერვიუში.