„მალე გავასაჯაროებ ბინძურ ფაქტებს“- ანსამბლი „რუსთავი“ მოცეკვავემ დატოვა

მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილმა ანსამბლი „რუსთავი“ დატოვა. ამის შესახებ, მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც მოცეკვავე წერს, მის წინააღმდეგ განხორციელებულ „ბინძურ ფაქტებს“ მალე გაასაჯაროებს.

„სამწუხაროდ ვტოვებ ანსამბლ რუსთავს! მალე გავასაჯაროვებ იმ ბინძურ ფაქტებს რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა , ბოროტი, შურიანი, ბოღმიანი და უნიჭო ადამიანების მიერ. მე მანდ უკვე აღარაფერი მესაქმება! ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ცოცხალი იყო!… წავიდა და ყველა თავისკენ ექაჩება მის შექმნილს! 30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა. ბოდიში მაყურებელო რომ სცენიდან ვერ დაგემშვიდობეთ. მადლობა იმ ხალხს ვისთან ერთადაც სცენაზე ვიდექი! ბევრი რამის დაწერა მინდა… რთულია წერაც… მე ყოველთვის ვცდილობდი ანსამბლს რუსთავისთვის კარგი გამეკეთებინა და მისი სახელი არ შემერცხვინა… იმ ბინძურ ხალხს კი გეტყვით რომ მე სხვაგან ვარ ვერ დამეწევით… კიდევ ბევრს გავაკეთებ არ გავჩერდები…“- წერს მოცეკვავე.

ლაშა მძინარაშვილი დუბლიორ მსახიობთა ოსკარის მფლობელია.

მსგავსი თემები