დრაკონის ნავების ფესტივალი ჩინეთში (ვიდეო)

დრაკონის ნავის ფესტივალი ჩინელების  ტრადიციული  დღესასწაულია, რომელიც  ჩინური კალენდრის მეხუთე თვის მეხუთე დღეს იმართება. ჩინურ კულტურაში კლასიკური დრაკონი ცაში ღრუბლებს ატარებს და ბრძანებს ქარს, ნისლსა და წვიმას ის  ძალისა და ძალაუფლების პატივსაცემი სიმბოლოა. ძველ ჩინეთში დრაკონის ნავი ორნამენტულად მოჩუქურთმებული დრაკონის თავით და კუდით გამოიყენებოდა რელიგიური მიზნებისთვის, როგორც წვიმის ღმერთების დასამშვიდებლად. დრაკონის ნავების ფესტივალის დროს ყველაზე გავრცელებული აქტივობაა  დრაკონის ნავებით რბოლა;  ზონგზის (ტრადიციული ჩინური ბრინჯის ნამცხვრები) ჭამა;  რეალგარის ღვინის დალევა და 5 ფერის აბრეშუმის ძაფიანი ლენტების გაბმა. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ყველაზე პოპულარული ის არის, რომ დღესასწაული არის კუ…

მეტი...

„ყური გამიკერეს“- რა ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს ნაცემი ნიკო მანაგაძე

21 წლის ნიკო მანაგაძე, რომელსაც თსუ-ს კორპუსთან, რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, ამბობს რომ მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, სხეულის სხვადასხვა ადგილას. მათ შორის დაფიქსირდა ტვინის შერყევა. ნაცემი სტუდენტის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ფორმალური გამოძიებაა დაწყებული, რადგან ამ დრომდე არ მომხდარა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. „დაზიანებები მქონდა თავის არეში, ყური გამიკერეს საავადმყოფოში, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმედ იყო დაზიანებული. თავისა და  სხეულის სხვადასხვა არეში იყო დაჟეჟილობები. დაფიქსირდა ტვინის შერყევა. მთვარია შინაგანად მხნედ ვარ. ფორმალურად დაიწყო გამოძიება, როგორც ყოველთვის.  ნება, რომ იყოს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება თავდამსხმელების იდენტიფიცირებას“- თქვა მანაგაძემ. ნიკო მანაგაძეს, თავს გუშინ დაესხნენ. მანაგაძე სტუდენტური მოძრაობის…

მეტი...

ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა. H5N2 ვირუსი მექსიკაში 59 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. ჯანმოს ინფორმაციით, პაციენტს ერთი კვირის განმავლობაში, მომატებული ტემპერატურა, ღებინება, დიარეა და ჰაერის უკმარისობა აწუხებდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ერთ დღეში კი პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო, საქმეზე მოკვლევას ატარებს.  

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. დღეს ოკუპირებულ რეგინში ყველა სახის პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდა აკრძალულია. დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ბრძანებით, დღეიდან ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, გაგლოევამ შესაბამის სამსახურებს ე.წ საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მეტი...

ევროპული ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის დასანქცირებას მოითხოვენ

ევროპული ორგანიზაციები, ევროკავშირის ლიდერებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. მიმართვას, 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს. მათი მოთხოვნაა, „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ. წერილი 7 ივნისს  გამოქვეყნდა და მისი  ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი;ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი;ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი; ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგი.  

მეტი...

„ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს, რათა გადავარჩინოთ მძევლები“-დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან ოთხი მძევლის გათავისუფლების ოპერაცია ორ სხვადასხვა შენობაში ჩატარდა. მისი თქმით, ისრაელის ძალები ამ ოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ. როგორც ჰაგარი აღნიშნავს, ისრაელი არ გაჩერდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და არ დაივიწყებს იმ 120 მძევალს, რომელიც „ჰამასის“ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება. „ეს იყო მაღალი რისკის, რთული ოპერაცია, რომელიც ღაზაში ორ სხვადასხვა შენობაში ჩატარდა. ისრაელის ძალები ამ ოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, ინტენსიური მომზადება გაიარეს, გარისკეს საკუთარი სიცოცხლე. აი, ამას აკეთებს ისრაელი. ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს, რომ გადავარჩინოთ მძევლები. გვიხარია ოთხი მძევლის დაბრუნება, მაგრამ არ ვივიწყებთ…

მეტი...

“ევროკავშირში განსხვავებული აზრის უფლება აღარ არსებობს”- ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას უკავშირდება. მან ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ფიცო ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ მასზე თავდასხმა იგეგმებოდა და ამის შესახებ თავადაც აცნობა ევროკავშირსა და ნატო-ს. „ურთიერთობა ჩემს წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის ევროკავშირიდან და ნატო-დან დაიძაბა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც ჩვენ უარი განვაცხადეთ უკრაინისთვის რაიმე სამხედრო დახმარების მიწოდებაზე სახელმწიფო მარაგებიდან“- ამბობს ფიცო. ფიცოს ინფორმაციით, ყველას, ვისაც ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, რუსი აგენტის იარლიყს აკრავენ. „ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტი უნდა გაგრძელდეს რუსეთის დასასუსტებლად, ხოლო ნებისმიერი,…

მეტი...

„გამორჩეული და საამაყო ახალგაზრდა“- სააკაშვილი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას ეხმაურება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერ ნიკო მანაგაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაქტი აღმაშფოთებელია. “გუშინ თსუ-თან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, გამორჩეულსა და საამაყო ახალგაზრდას, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. მსგავს საამაყო ახალგაზრდებზე ხელის აღმართავ ძალას დიდი დრო არ დარჩენია!”- წერს მიხეილ სააკაშვილი. ნიკო მანაგაძეს, თსუ-ს მე-2 კორპუსთან, გუშინ თავს დაესხნენ.

მეტი...

„უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ“- ისრაელის პრემიერი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების ძალების მიერ ღაზაში მძევლების გადასარჩენად ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას მიესალმება. განცხადებით, ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ არ ნებდება. „თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ისრაელი ტერორიზმის წინაშე არ ნებდება და მძევლების სახლში დასაბრუნებლად კრეატიულობითა და სიმამაცით მოქმედებს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ. უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

მეტი...

ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს. როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. “კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ” – აღნიშნავს პრემიერი.  

მეტი...

ენმ-ს ზესტაფონის ოფისი გაქურდეს

არსებული ინფორმაციით, ზესტაფონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გაქურდეს. ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

„უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩრდილოეთ ოსეთში გაანადგურეს“- რუსეთის თავდაცვა  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს. „8 ივნისს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 08:40 საათზე, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის -ალანიის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.    

მეტი...

ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 10-12 ივნისს სომხეთში ჩავა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ო’ბრაიენი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას განიხილავს. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის შეხვედრას უხელმძღვანელებს, რომელზედაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს შეაფასებს და შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“- ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული მოქალაქის  გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია. “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“ –…

მეტი...

რუსეთმა ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. უწყებაში მიზეზებს არ აკონკრეტებენ. „რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა” – წერია რუსეთის შს სამინისტროს განცხადებაში. რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად 2004 წელს, “მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის” ბრალდებით გამოაცხადა.

მეტი...

„ვისაც ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!“- ელისო ბოლქვაძე

„იმათ, ვისაც ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!“-წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნებს“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა დასჯადია. „დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა! კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით! საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ, პოლიტიკურ ველზე საქართველოში“- წერს ბოლქვაძე. მან ცოტა ხნის წინ ასევე, გამოაქვეყნა “ფეისბუკ” პოსტი, იმის შესახებ, რომ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ  შეტყობინებებს უგზავნიდნენ.    

მეტი...

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი პირი გაათავისუფლა

ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გათავისუფლებული მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი. „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაყვანილი არიან თელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „ჰამასმა“ 250 პირი მძევლად აიყვანა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქაალქეებიც იყვნენ.  მათი ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლეს, ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება, მათ შორის არიან დაღუპულებიც.

მეტი...

“რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ, რუსული მეთოდებით”- ნიკა მელია ხაბეიშვილის გადადგომაზე

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც “შპს-ში”, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა“- წერს  პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში და ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. მელია ამბობს, რომ რუსული მეთოდებით, რუსული რეჟიმი არ დამარცხდება. „რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“ – წერს ნიკა მელია. მელია აღნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი და პერსპექტიული პოლიტიკოსი. „ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი პერსპექტიული პოლიტიკოსი, ჰქონდა…

მეტი...

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებსაც ახალი სტადიონი საერთაშორისო, მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეს. მთავრობის მეთაურმა  ინფორმაცია  ამ საკითხზე ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა. სხდომაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების…

მეტი...

ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა. სტეფან დუჟარიკის თქმით, ამის მიზეზი სამხედროების მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი დარღვევებია. სიაში ასევე ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის მიმართ სიძულვილად შეაფასა გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა, რომელმაც სოციალურ ქსელში მისი და სტეფან დუჟარიკის  სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ერდანის თქმით, ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში. გაერო-ს ეს ქმედება, კი სტიმულს აძლევს ტერორიზმს. თავის მხრივ, ერდანის მიერ სატელეფონო საუბრის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა დუჟარიკი. დუჟარიკის განცხადებით, ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და…

მეტი...

“ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და მოისროლეს”- ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის გადადგომაზე

„ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა. ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე – „ხაბე“ დამიჩაგრეს. კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, „გიხმარენ“ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას. ზარქუა ამბობს, რომ ხაბეიშვილს ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და „მოისროლეს“. „ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და მოისროლეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მაგრამ, „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც, ახალი იყო სხვათა შორის. „ხაბე“ მაინც მოგებული რჩება, პარტიამ წააგო, „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბესნაირ მიმწოლს მჭევრმეტყველს ვეღარ ნახავ. რა ვიცი, ბუნების ძალები დაიმორჩილა… ასეთი ლიდერი იყო „ხაბე“ და სამწუხაროდ არ დაუფასდა. „ხაბე“…

მეტი...

დევიკო გობეჯიშვილმა ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის ინსტრუქტორმა, დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ჩემპიონატზე დევიკო გობეჯიშვილმა 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ფინალური ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან ძიუდოისტთან, გიორგი მოდებაძესთან გამარჯვებით დაასრულა და 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, დევიკო გობეჯიშვილი ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

მეტი...

„თქვენი უფროსი დასანქცირდება, თქვენ დედა გეტირებათ“- მოქალაქე პრემიერის დაცვას მიმართავს (ვიდეო)

„როგორ შეიძლება მონა იყო რაა?“- მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირად დაცვას დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრში ჩანს, პრემიერის დაცვას, რამდენიმე ადამიანი მიმართავს. ერთ-ერთი კი ეუბნება, რომ  მათი უფროსი დასანქცირდება და მათ „დედა ეტირებათ“, რაზეც დაცვის წევრები გაბრაზდნენ და მოქალაქეს უზრდელი უწოდეს. „როგორ შეიძლება მონა იყო რაა? მთავრობა დასანქცირდება, თქვენი უფროსი დასანქცირდება, თქვენ „დედა გეტირებათ“. სირცხვილი არ არის?“- ეუბნება დაცვის წევრებს მოქალაქე.  

მეტი...

ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები დღეს კიდევ სამ ქვეყანაში, ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გაიხსნა. ლატვიაში ხმის მიცემა დილის 8:00 საათიდან დაიწყო, უბნები საღამოს 8:00 საათზე დაიხურება. ქვეყანა ბრიუსელში ცხრა დეპუტატს გააგზავნის. ევროპარლამენტში ადგილებისთვის კი 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, სულ 271 კანდიდატი. ლატვიის ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ამომრჩეველთა ადგილობრივ რეესტრში შედიან, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა წინასწარ შეეძლოთ, გასულ ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით 128 938-მა ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა 8,37%-მა ისარგებლა. რაც შეეხება მალტას, ამომრჩევლები ექვს კანდიდატს ირჩევენ. მალტაში საარჩევნო უბნები დილის…

მეტი...

 „ჩვენი სტუდენტები დასაცავია, ასეთ ცივილური ქვეყანაში“- პრეზიდენტის ძმა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი თსუ-ს მე-2 კორპუსთან იმყოფება.იგი აქციის მონაწილე სტუდენტებს დილიდან შეუერთდა. როგორც პრეზიდენტის ძმა ამბობს, სტუდენტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მიღებული არ არის. „მეც ვნახე გუშინდელი კადრები. ამაზრზენი არის ასეთი კადრების ნახვა. მიუღებელი არის ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტების მიმართ და ამისთვის მოვედი, რომ ამაზე ჩემი პროტესტი ვაჩვენო. იმედია, ყველას ექნება ასეთი პროტესტი.  ჩვენი სტუდენტები დასაცავია, ასეთ ცივილური ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, ასეთი აქციები, ფიზიკური და ძალადობის აქციები მიუღებელია” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. დღეს დილიდან თსუ-სთან აქციას მართავენ სტუდენტები. მათ კითხვები აქვთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თუმცა კობახიძე აუდიტორიაში ისე…

მეტი...

„ხალხის და ახალგაზრდების დაკვეთა ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანებაა“-სააკაშვილი

“მივესალმები ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად”,-განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურას. „მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან,…

მეტი...

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს ხმაური იყო

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ აუდიტორიაში ლექციას ატარებს, ხმაური იყო. სიტყვიერი შელაპარაკება იყო აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და უცნობ ახალგაზრდებს შორის. ისინი ამბობდნენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ არის რუსული, რასაც კამთი და ურთიერთ შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძესთან აქვთ კითხვები, თუ რატომ ხდება ძალადობა შუა ქალაქში. მათივე ინფორმაციით, პრემიერი ლექციის ჩასატარებლად აუდიტორიაში ისე შეიპარა, რომ მასთან გასაუბრება ვერ შეძლეს. „კობახიძემ უნივერსიტეტში შესასვლელად კრეატიული გზა იპოვა, მისი კუთვნილი მანქანა ვიღაცეებს ათხოვა და ასე შეიპარა. ეს…

მეტი...

უნიკალური სოფელი ჩინეთ-ვიეტნამის საზღვართან (vodeo)

პიაოშუეიიენი –  ეს არის ტურისტებით დატვირთული სოფელი სამხეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.  სოფელში 73 კომლისგან შედგება, რომელიც  307 ადამიანს მოიცავს  ჰანისა იის ხალხისა. სწორედ ამ სოფელში მდებარეობს  პიაოშუეიიენის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 262 მეტრია. ეკა გულუა იუნანიდან

მეტი...

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიასა და კატარს ესტუმრება და ოფიციალურ პირებთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავს. „მდივანი განიხილავს, თუ რა სარგებელს მოუტანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ისრაელელებსა და პალესტინელებს. ის ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს ღაზაში ტანჯვას შეამსუბუქებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაზრდის და პალესტინელებს საკუთარ რაიონებში დაბრუნების საშუალებას მისცემს“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მერვე ვიზიტი იქნება.  

მეტი...

ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს  თინა ბოკუჩავა შეცვლის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. რაც შეეხება ბოკუჩავას, ის ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი პასუხისმგებლობაა. „მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა“ – ასე მიმართა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.   ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

მეტი...

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებენ

2024 წლის აპრილსა და მაისში,  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა საჩივრების საფუძველზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით ჯამში 138 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას ეხებოდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას“- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

მეტი...

„მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ“- ზურაბიშვილი დანიის პრემიერის ცემაზე

საქართველოს პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყოველგვარ ძალადობას წინ უნდა აღვუდგეთ. „მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე. შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ.  

მეტი...

“მხდალი აგრესიის აქტი”- დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა დაგმეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას გმობს. მან ფრედერიქსენზე ძალადობას საზიზღარი აქტი უწოდა. „ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მეცოლა ამბობს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არა აქვს. „დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. იყავი მტკიცედ, მეტე!”- წერს რობერტა მეცოლა.…

მეტი...

დანიის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ და სცემეს

დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს, კოპენჰაგენში თავს დაესხნენ და სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრზე, მაგნუს ჰეინიკეზე დაყრდნობით ავრცელებს. „დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე კაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე თავდასხმით შოკირებულია. ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია”- წერს მაგნუს ჰეინიკე X-ზე.  

მეტი...

„ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“- პაპუაშვილი

„ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები“- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  სოციალურ ქსელ X-ზე. პაპუაშვილის განცხადებით, თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას. “2024 წლის თავისუფლების ინდექსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას და ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანას. ეს ყოვლისმომცველი ინდექსი აფასებს 164 ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორებიცაა, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე…

მეტი...