„ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს, რათა გადავარჩინოთ მძევლები“-დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან ოთხი მძევლის გათავისუფლების ოპერაცია ორ სხვადასხვა შენობაში ჩატარდა.

მისი თქმით, ისრაელის ძალები ამ ოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ.

როგორც ჰაგარი აღნიშნავს, ისრაელი არ გაჩერდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში და არ დაივიწყებს იმ 120 მძევალს, რომელიც „ჰამასის“ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება.

„ეს იყო მაღალი რისკის, რთული ოპერაცია, რომელიც ღაზაში ორ სხვადასხვა შენობაში ჩატარდა. ისრაელის ძალები ამ ოპერაციისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, ინტენსიური მომზადება გაიარეს, გარისკეს საკუთარი სიცოცხლე. აი, ამას აკეთებს ისრაელი. ვრისკავთ საკუთარ სიცოცხლეს, რომ გადავარჩინოთ მძევლები. გვიხარია ოთხი მძევლის დაბრუნება, მაგრამ არ ვივიწყებთ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფ 120 მოქალაქეს. როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, სწორედ ამას ვგულისხმობთ. არ გავჩერდებით, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ნებისმიერი სხვა, ღირსეული ქვეყანაც ასე მოიქცეოდა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

 

მსგავსი თემები