ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა შეცვლის

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილს  თინა ბოკუჩავა შეცვლის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

რაც შეეხება ბოკუჩავას, ის ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი პასუხისმგებლობაა.

„მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა“ – ასე მიმართა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

 

ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

მსგავსი თემები