„თქვენი უფროსი დასანქცირდება, თქვენ დედა გეტირებათ“- მოქალაქე პრემიერის დაცვას მიმართავს (ვიდეო)

„როგორ შეიძლება მონა იყო რაა?“- მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირად დაცვას დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრში ჩანს, პრემიერის დაცვას, რამდენიმე ადამიანი მიმართავს. ერთ-ერთი კი ეუბნება, რომ  მათი უფროსი დასანქცირდება და მათ „დედა ეტირებათ“, რაზეც დაცვის წევრები გაბრაზდნენ და მოქალაქეს უზრდელი უწოდეს.

„როგორ შეიძლება მონა იყო რაა? მთავრობა დასანქცირდება, თქვენი უფროსი დასანქცირდება, თქვენ „დედა გეტირებათ“. სირცხვილი არ არის?“- ეუბნება დაცვის წევრებს მოქალაქე.

 

მსგავსი თემები