„ყური გამიკერეს“- რა ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს ნაცემი ნიკო მანაგაძე

21 წლის ნიკო მანაგაძე, რომელსაც თსუ-ს კორპუსთან, რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, ამბობს რომ მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, სხეულის სხვადასხვა ადგილას. მათ შორის დაფიქსირდა ტვინის შერყევა. ნაცემი სტუდენტის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ფორმალური გამოძიებაა დაწყებული, რადგან ამ დრომდე არ მომხდარა თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

„დაზიანებები მქონდა თავის არეში, ყური გამიკერეს საავადმყოფოში, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმედ იყო დაზიანებული. თავისა და  სხეულის სხვადასხვა არეში იყო დაჟეჟილობები. დაფიქსირდა ტვინის შერყევა. მთვარია შინაგანად მხნედ ვარ. ფორმალურად დაიწყო გამოძიება, როგორც ყოველთვის.  ნება, რომ იყოს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება თავდამსხმელების იდენტიფიცირებას“- თქვა მანაგაძემ.

ნიკო მანაგაძეს, თავს გუშინ დაესხნენ. მანაგაძე სტუდენტური მოძრაობის ლიდერია და ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც ლექციის ჩასატარებლად, თსუ-ში მისულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ე.წ. „რუსული კანონის“ გამო პროტესტით ხვდება.

მსგავსი თემები