“მხდალი აგრესიის აქტი”- დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა დაგმეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას გმობს. მან ფრედერიქსენზე ძალადობას საზიზღარი აქტი უწოდა.

„ძვირფასო მეტე, ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა ამ საღამოს. ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც გვწამს და რისთვისაც ვიბრძვით ევროპაში. გისურვებ სიძლიერეს და სიმამაცეს – ვიცი, რომ ორივე უხვად გაქვს”- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მეცოლა ამბობს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არა აქვს.

„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. იყავი მტკიცედ, მეტე!”- წერს რობერტა მეცოლა.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, მან მომხდარს მხდალი აგრესიის ფაქტი უწოდა.

„აღშფოთებული ვარ დღეს ღამით კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით. მე მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს. მთელი ჩემი ფიქრები შენთან და შენს ოჯახთანაა, ძვირფასო მეტე და იმედი მაქვს, რომ მალე გადალახავ ამ საშინელ თავდასხმას“- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა.

დანიის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ და სცემეს

მსგავსი თემები