“ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და მოისროლეს”- ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის გადადგომაზე

„ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა. ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე – „ხაბე“ დამიჩაგრეს. კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, „გიხმარენ“ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას.

ზარქუა ამბობს, რომ ხაბეიშვილს ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და „მოისროლეს“.

„ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და მოისროლეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მაგრამ, „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც, ახალი იყო სხვათა შორის. „ხაბე“ მაინც მოგებული რჩება, პარტიამ წააგო, „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბესნაირ მიმწოლს მჭევრმეტყველს ვეღარ ნახავ. რა ვიცი, ბუნების ძალები დაიმორჩილა… ასეთი ლიდერი იყო „ხაბე“ და სამწუხაროდ არ დაუფასდა. „ხაბე“ გამაგრდი მე შენს გვერდით ვარ, არჩევნების მერე სადმე, რამეს იზამ“- განაცხადა ზარქუამ.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ პარტიაში დაპირსიპირებაა.

„იმ ბელადმა გამოიღვიძა და მიხვდა, რომ „კეზერამ“ პარტია აახია და ახლა მცდელობა აქვს, რომ პარტია დაიბრუნოს. შიდა ომები მიდის, დაქსაქსულები არიან, რამდენიმე ფლანგი და მიმართულებაა ამ მწვალებლების და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ არჩევნებზე საპატიო ადგილი აიღონ. ბოლო კვლევებით 10%-მდე იყო მათი რეიტინგი. გვარამიამ და მელიამ წაართვეს და გაუყვეს. 20% ჰქონდათ და ახლა 10-10% აქვთ. „ხაბეს“ წასვლის შემდეგ შესაძლოა ბარიერის გადალახვის პრობლემაც დაუდგეთ. მერე ეს პარტია გამოვა, სხვებიც და იტყვიან არჩევნები გაგვიყალბესო“- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები