„უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩრდილოეთ ოსეთში გაანადგურეს“- რუსეთის თავდაცვა  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.

„8 ივნისს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 08:40 საათზე, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის -ალანიის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები