სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებენ

2024 წლის აპრილსა და მაისში,  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა საჩივრების საფუძველზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით ჯამში 138 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას“- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები