ევროპული ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის დასანქცირებას მოითხოვენ

ევროპული ორგანიზაციები, ევროკავშირის ლიდერებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. მიმართვას, 21 ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს. მათი მოთხოვნაა, „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირება განიხილონ.

წერილი 7 ივნისს  გამოქვეყნდა და მისი  ადრესატები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი;ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი;ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი; ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ოლოფ სკუგი.

 

მსგავსი თემები