“რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ, რუსული მეთოდებით”- ნიკა მელია ხაბეიშვილის გადადგომაზე

„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც “შპს-ში”, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა“- წერს  პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში და ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

მელია ამბობს, რომ რუსული მეთოდებით, რუსული რეჟიმი არ დამარცხდება.

„რუსულს რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“ – წერს ნიკა მელია.

მელია აღნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი და პერსპექტიული პოლიტიკოსი.

„ლევან ხაბეიშვილი იყო იმედისმომცემი პერსპექტიული პოლიტიკოსი, ჰქონდა გარკვეული მომავალი – უბრალოდ ასე იცის პოლიტიკურ კორუფციაში შესვლამ, მარტო შესასვლელი აქვს – გამოსასვლელი და გამოსავალი არა, თავს რომ სხვას დაანიშნინებ ლიდერად უნდა იცოდე, ყოველთვის შეძლებენ გადაგნიშნონ” – წერს მელია.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

 

მსგავსი თემები