რუსეთმა ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. უწყებაში მიზეზებს არ აკონკრეტებენ.

„რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა” – წერია რუსეთის შს სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად 2004 წელს, “მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის” ბრალდებით გამოაცხადა.

მსგავსი თემები