“ევროკავშირში განსხვავებული აზრის უფლება აღარ არსებობს”- ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას უკავშირდება. მან ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ფიცო ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ მასზე თავდასხმა იგეგმებოდა და ამის შესახებ თავადაც აცნობა ევროკავშირსა და ნატო-ს.

„ურთიერთობა ჩემს წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შორის ევროკავშირიდან და ნატო-დან დაიძაბა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც ჩვენ უარი განვაცხადეთ უკრაინისთვის რაიმე სამხედრო დახმარების მიწოდებაზე სახელმწიფო მარაგებიდან“- ამბობს ფიცო.

ფიცოს ინფორმაციით, ყველას, ვისაც ომთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს, რუსი აგენტის იარლიყს აკრავენ.

„ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტი უნდა გაგრძელდეს რუსეთის დასასუსტებლად, ხოლო ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას რუსეთის აგენტის იარლიყს აკრავენ და საერთაშორისო პოლიტიკად რიყავენ. ევროკავშირში განსხვავებული აზრის უფლება აღარ არსებობს“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები