„ჩვენი სტუდენტები დასაცავია, ასეთ ცივილური ქვეყანაში“- პრეზიდენტის ძმა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი თსუ-ს მე-2 კორპუსთან იმყოფება.იგი აქციის მონაწილე სტუდენტებს დილიდან შეუერთდა. როგორც პრეზიდენტის ძმა ამბობს, სტუდენტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მიღებული არ არის.

„მეც ვნახე გუშინდელი კადრები. ამაზრზენი არის ასეთი კადრების ნახვა. მიუღებელი არის ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტების მიმართ და ამისთვის მოვედი, რომ ამაზე ჩემი პროტესტი ვაჩვენო. იმედია, ყველას ექნება ასეთი პროტესტი.  ჩვენი სტუდენტები დასაცავია, ასეთ ცივილური ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, ასეთი აქციები, ფიზიკური და ძალადობის აქციები მიუღებელია” – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

დღეს დილიდან თსუ-სთან აქციას მართავენ სტუდენტები. მათ კითხვები აქვთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თუმცა კობახიძე აუდიტორიაში ისე შევიდა, რომ ახალგაზრდებმა მასთან გასაუბრება ვერ მოახერხეს.

ცნობისთვის, გუშინ, უნივერსიტეტთან 21 წლის სტუდენტ, ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ.

 

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს ხმაური იყო

მსგავსი თემები