„ვისაც ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!“- ელისო ბოლქვაძე

„იმათ, ვისაც ჰგონია, რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!“-წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნებს“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა დასჯადია.

„დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა! კანონი ითვალისწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით! საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ, პოლიტიკურ ველზე საქართველოში“- წერს ბოლქვაძე.

მან ცოტა ხნის წინ ასევე, გამოაქვეყნა “ფეისბუკ” პოსტი, იმის შესახებ, რომ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ  შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

 

 

მსგავსი თემები