თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს ხმაური იყო

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ აუდიტორიაში ლექციას ატარებს, ხმაური იყო. სიტყვიერი შელაპარაკება იყო აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და უცნობ ახალგაზრდებს შორის. ისინი ამბობდნენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ არის რუსული, რასაც კამთი და ურთიერთ შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძესთან აქვთ კითხვები, თუ რატომ ხდება ძალადობა შუა ქალაქში. მათივე ინფორმაციით, პრემიერი ლექციის ჩასატარებლად აუდიტორიაში ისე შეიპარა, რომ მასთან გასაუბრება ვერ შეძლეს.

„კობახიძემ უნივერსიტეტში შესასვლელად კრეატიული გზა იპოვა, მისი კუთვნილი მანქანა ვიღაცეებს ათხოვა და ასე შეიპარა. ეს არის სამარცხვინო.  კობახიძე მიიღებს საკადრის პასუხს. გავაგებინებთ, რომ მოღალატეა. უნდა გაგვცეს პასუხი შუა ქუჩაში რატომ ურტყამენ სტუდენტებს. ის არ არის მხოლოდ ლექტირი, ის არის ქვეყნის პრემიერი“- ამბობენ სტუდენტები.

სტუდენტები უნივერსიტეტთან, დილიდან ელოდებიან ირაკლი კობახიძეს.

მსგავსი თემები