“ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი”- ბაიდენი

დონალდ ტრამპი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მანჰეტენში, „ტრამპ თაუერში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩემთვის, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ნებისმიერისთვის“ – აღნიშნა ტრამპმა. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ის ამბობს, რომ ტრამპს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა თავის დასაცავად. „ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

„ჩინეთი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი“- მაიკლ მაკფოლი

„ჩინეთი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი – ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი“ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა. მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ჩინურმა ინვესტიციებმა, შეიძლება გამოიწვიონ სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. „ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, – ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით,…

მეტი...

„გაიფიცე საქართველო“- მშვიდობის ხიდიდან ბანერი გადმოფინეს

აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ  მშვიდობის ხიდამდე. ახალგაზრდებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი გადმოფინეს წარწერით: „გაიფიცე საქართველო“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და სხვადასხვა სექტორში მომუშავე მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. რუსთაველზე აქციის მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან

მეტი...

“ყველა ელჩი იყო მოწვეული“-პოლიციელების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ელჩები არ ესწრებიოდნენ

“დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები. „ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არ ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.  

მეტი...

„უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, გადავწყვიტეთ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“- გომელაური

„იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით“- განაცახდა შს მინისტრმა ვახტანგ გომელურმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაპატიჟეს, რადგან უხერხულობა არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც. „მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“ – განაცხადა გომელაურმა.

მეტი...

რუსთაველზე აქციის მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან

ე. წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.  ახალგაზრდები მსვლელობით  მშვიდობის ხიდთან გადაინაცვლებენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“ უნდა შეიცვალოს „არა რუსული რეჟიმით!“ „დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნევთ შეიცვალოს, მათ შორის, ლოზუნგი და საერთოდ ბრძოლის წესიც, რადგან ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ვართ და რეპრესიული მანქანის ამუშავება, მხოლოდ დროის საკითხია. ჩემი აზრით, უნდა შეიცვალოს ლოზუნგი და უნდა გახდეს არა “რუსულ კანონს”, არამედ „არა რუსულ რეჟიმს“, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მარიონეტული რეჟიმი და არა ხელისუფლება”- ამბობს აქციის ორგანიზატორი.

მეტი...

“ლიეტუვაში ელჩის დაბარება, საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“- კობახიძე

„ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას. ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა, გაუგებარი უწოდა. „რაც შეეხება ესტონეთში გაკეთებულ განცხადებას, ესეც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე – პრემიერის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარება უკრაინულ „მაიდანთან“, რომელმაც უბედურებაში გახვია ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არის აბსოლუტურად გაუგებარი…

მეტი...

“ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს”- პრემიერი

  „ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება. „ეუთო/ოდირის დოკუმენტს აქვს ზუსტად იგივე ფასი, რაც ვენეციის კომისიის დოკუმენტს. ეს არის სარეკომენდაციო დოკუმენტი და ჩვენ ვართ ვალდებული გავიზიაროთ მხოლოდ ისეთი შენიშვნები, რომლებიც ეფუძნება სამართლებრივ არგუმენტებს. ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირის დოკუმენტი არ ეფუძნება არავითარ სამართლებრივ არგუმენტებს, პრაქტიკულად იმეორებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამჭვირვალობა არის ცუდი, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ გამჭვირვალობა არის ერთ- ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება და გამჭვირვალობა ვერ იქნება ცუდი. აქედან გამომდინარე, დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ…

მეტი...

“შეიწყალა პატიმარი, რომელმაც სცადა პოლიცელი დაეწვა”- პრეზიდენტი პოლიციელების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

„რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ ჰქონდა, დასწრებოდა ღონისძიებას. „ამას მე არ ვწყვეტ, ეს არის შსს-ს ღონისძიება, მაგრამ აბსოლუტურად ალოგიკური იქნებოდა ამ ღონისძიებაზე იმ ადამიანის დასწრება, რომელმაც შეიწყალა კონკრეტული პატიმარი, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთი პოლიციელის ცოცხლად დაწვას. ამას გარდა, გახსოვთ, მისი განცხადებები გასული კვირების განმავლობაში პოლიციასთან მიმართებით. ეს იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები. აქედან გამომდინარე, დღეს არაფერი ესაქმებოდა…

მეტი...

„ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად“- კობახიძე

„თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების  გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია. “თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების  გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა. უკანასკნელ წლებში გატარებული  რეფორმების შედეგად, თითოეული თქვენგანის შრომითა და ენთუზიაზმით, ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია,…

მეტი...

“კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”- სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახალ კანონს საქართველო არასწორი გზით მიჰყავს და ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა შეშფოთება.  “საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” საქართველოს არასწორი მიმართულებით მიჰყავს და შესაბამისად, ნატო-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებასა და სესხის თანხის აღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩადებას სთხოვდნენ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ასევე ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ…

მეტი...

ცვლილება 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება – ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

1-ლი ივლისიდან ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შედის. ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის“ ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა. „ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, არსებული პრაქტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს უფლება ექნება…

მეტი...

,,რაც უნდა პარტნიორი და მეგობარი იყოს უცხო ქვეყანა, საქართველოს ერთადერთი, მთავარი მეგობარი არის ქართველი ხალხი” – შალვა პაპუაშვილი

,,რაც უნდა პარტნიორი და მეგობარი იყოს უცხო ქვეყანა, საქართველოს ერთადერთი, მთავარი მეგობარი არის ქართველი ხალხი, სხვა ყველა ქვეყანა არის უცხო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ორმა თვემ, რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ პოზიციამ აჩვენა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგანან ოპოზიცია და მათი მოკავშირე „ენჯეოები“, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ. ,,ჩვენი ერთადერთი მთავარი სამოძრაო ინტერესი ქართველი ხალხის ინტერესია, დანარჩენი ხალხების ინტერესი არის მათი ქვეყნების საფიქრალი და წარმოსადგენი და არა იქიდან დაფინანსებული “ენჯეოების” გასატარებელი. ამიტომ, ეს…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7949 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7968 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0319 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

„მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება“ – პაპუაშვილი

,,მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხედავთ, როგორ ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც. ამ აქციების დროსაც მათი ტაქტიკა იყო, ქვეყანა დაეზიანებინათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მაგისტრალების გადაკეტვის მიზანი სწორედ გადაადგილების შეფერხებაა და შესაბამისად ქვეყნის დაზიანება. ,,ამიტომ, ვინც აორგანიზებდა მაგისტრალების გადაკეტვას, ქვეყნის წინააღმდეგ ჩვეულებრივად საბოტაჟს ეწეოდა, რაც ძალიან მძიმე ქცევაა. ვხედავდით ქართველ და უცხოელ აქტორებს, რომლებიც ავი სიხარულით უყურებდნენ ლარის კურსს, კომენტირებდნენ: ,,აბა, შეხედეთ ლარის კურსი სად არის და ლონდონის ბირჟაზე აქციის ფასი სად არისო“. ეს ავი სიხარული ზოგიერთ უცხოელს შეიძლება,…

მეტი...

,,ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე” – ზახაროვა კობახიძის სიტყვაზე, აფხაზ და ოს და-ძმებთან ცხოვრების სურვილზე

,,ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე”, – ასე გამოეხმარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად“. ,,ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს… ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება მოქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხი იქნება გასაცემი, ამის გაკეთება ჩვენც ვიცით”, – თქვა ზახაროვამ. აქვე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას თქვა, რომ ,,ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრები არ არიან”.

მეტი...

„აშშ-ს სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა“ – ილონ მასკი

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი, ილონ მასკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდ ზიანს აყენებს. „დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა. ყოფილი პრეზიდენტი თუ შეიძლება სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ასეთ ტრივიალურ საქმეზე, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკით და არა სამართლით, მაშინ ყველა ანალოგიური რისკის წინაშე დგას“, – განაცხადა მასკმა. ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ…

მეტი...

ბოლო 20 დღეა, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ხანძრის შესახებ ცრუ შეტყობინებები შედის

ბოლო 20 დღეა, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, ხანძრის შესახებ ცრუ შეტყობინებები შედის. არსებული ინფორმაციით, მანამდე ზარები კვირაში დაახლოებით 2-3-ჯერ შედიოდა. ზარის ავტორები ყოველ ჯერზე სხვადასხვა კორპუსის ნომერს უთითებენ და ამბობენ, რომ ალმოდებულ ბინაში ბავშვები ან მოხუცები არიან დარჩენილები. ზარის ავტორი, ამ დროისთვის, იდენტიფიცირებული არ არის, შესაბამისად დაუდგენელია არის თუ არა ზარების ავტორი ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა პიროვნება.

მეტი...

,,გამოდით მონობიდან” – ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე, აქციებზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ქართველი ემიგრანტების პროტესტი ლონდონში გრძელდება. საქართველოს საელჩოს შენობაზე იმ პირების ფოტოები გამოაკრეს, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საპოლიციო ძალების მხრიდან, ძალადობის მსხვერპლი გახდნენ: ,,არცერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატები ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ. კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა 7 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.

მეტი...

,,სპეციალური მოწყობილობით შემოწმდა წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა და არსად პრობლემა არ არსებობს” – კალაძე

წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, რაც სპეციალური მოწყობილობით მისმა დათვალიერებამ დაადასტურა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ჩართვაში გავიდა კადრებიც, სადაც ჩანს სხვადასხვა საგნით და ტოტებით ამოვსებული ცხაურები. „გუშინ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით…

მეტი...

ივნისი შინაური კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის თვეა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აღნიშნული პროცესის გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მეპატრონეებს ცხოველების ჩიპირება და რეგისტრაცია დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე შეუძლიათ. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისს მეპატრონეები მიიღებენ შემდეგ მისამართებზე: 2 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. – ვაკის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) 4 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – ვარკეთილის ხევის პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) 9 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან) 11 ივნისი, სამშაბათი, 17:00-19:00 სთ. – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ) 16 ივნისი, კვირა, 10:00-13:00 სთ. – ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღი ( იგივე კიკვიძის პარკი, ძაღლების გასასეირნებელ…

მეტი...

სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამჯერად გლდანის მე-8 მიკრორაიონში ბინადარ ცხოველებს ჩაუტარდათ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამჯერად გლდანის მე-8 მიკრორაიონში ბინადარ ცხოველებს ჩაუტარა. სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 75-75 ტყვე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინულ მხარეს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნულის შესახებ უკრაინელი სამხედროები ტელეგრამარხებში წერენ. ბოლო თვეების განმავლობაში მხარეებს შორის ეს ტყვეების პირველი გაცვლაა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ის არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინას 212 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს 45 რუსი სამხედროს ცხედარი დაუბრუნა.

მეტი...

,,მოსალოდნელია წვიმა, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს” – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

„ისევ და ისევ აუცილებელია იმის თქმა, რომ თქვენ ფაქტობრივად იბრძვით არა მხოლოდ თქვენი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შვედეთს უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერისთვის. „თქვენ ხედავთ, რომ რუსეთი ომის გაფართოებას ცდილობს. ამის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსოთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ნორვეგიასთან და ისლანდიასთან.

მეტი...

„ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს“ – ვიქტორ ორბანი

„ნატო ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვითრევს ჩვენ, წევრ ქვეყანას, მსოფლიო ომში. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც მეხანძრე, რომელიც ხანძრის ჩაქრობას, ცეცხლის გამშვები აღჭურვილობით ცდილობს“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები, რომლებიც მოიცავს დასავლური იარაღით უკრაინელი სამხედროებისთვის რუსულ ობიექტებზე თავდასხმის ნებართვას, „შემაშფოთებელია“ და ნატო-ს ომთან აახლოებს. ცნობისთვის, მაისის დასაწყისში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა, არ მიიღებს მონაწილეობას ალიანსის გრძელვადიან გეგმაში უკრაინის დასახმარებლად.

მეტი...

,,გვეკითხებოდნენ, როგორი დამოკიდებულება გვქონდა რუსეთთან. ერთმა თქვა, რომ მხარს არ უჭერდა და ქვეყანაში არ შემოუშვეს” – უკრაინის მოქალაქე

,,გვეკითხებოდნენ, როგორი დამოკიდებულება გვქონდა რუსეთთან. ერთმა თქვა, რომ მხარს არ უჭერდა და ქვეყანაში არ შემოუშვეს”, – ამის შესახებ უკრაინის მოქალაქე საუბრობს. მისი თქმით, ყველა, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა, გამოსაკითხად გაჰყავდათ და რუსეთის შესახებ კითხვებს უსვამდნენ. ,,გაგვიყვანეს ოთახში, სადაც ქალი და კაცი ისხდნენ, გამოგვართვეს პასპორტები და გვითხრეს დაიცადეთო, შემდეგ სათითაოდ გვიძახებდნენ. ის კაცი, რომელიც იქ იჯდა, ჩემი აზრით, ზედმეტად ქერა იყო იმისთვის, რომ ქართველი ყოფილიყო და სხვადასხვა შეკითხვებს უსვამდა ბიჭებს. ეკითხბოდა როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთთან, თვლიდნენ თუ არა რომ ეს იყო ომი და არა სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ა. შ. მოკლედ,…

მეტი...

გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს

„გერმანიამ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე გერმანული იარაღი გამოყენების ნება დართო“, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან გებეშტრაიტმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას აძლევს უფლებას გამოიყენოს მათ მიერ მიწოდებული გერმანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის. გებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის მთავრობა შეთანხმდა უკრაინასთან, რომ იარაღი, რომელსაც ისინი აწვდიან, გამოყენებული იყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. განცხადებაში, კერძოდ, საუბარია რუსეთის მასიურ თავდასხმებზე ხარკოვის რეგიონში, რომლებიც რამდენიმე კვირაა გრძელდება. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან“, – აღნიშნა გებერშტრაიტმა.

მეტი...

კობა კობალაძე სან დიეგოში ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს დოქტორ ფრენკ პრისონს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ს ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სან დიეგოს ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორს, დოქტორ ფრენკ პრისონს და არასამთავრობო ორგანიზაციის ” სან-დიეგოს ვეტერანთა კოალიციის” ხელმძღვანელს, რონ სტარკს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის, სან-დიეგოში საქართველოს საპატიო კონსულის, მელორი წიფურიას ორგანიზებით შედგა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მან, ასევე,…

მეტი...

„დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერს“ – ვიქტორ ორბანი

„დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერს, განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო“, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. „მე ვიცნობ დონალდ ტრამპს, როგორც ღირსეულ ადამიანს. როგორც პრეზიდენტი, ის ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა ამერიკას, მას პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში და ის იყენებდა ამ პატივისცემას მშვიდობის დასამყარებლად. დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერს. განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო”, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი…

მეტი...

„აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე“ – ზელენსკი 

„აშშ-ის ორჭოფობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დასავლური წარმოების იარაღის რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა მისცენ, უკრაინას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, დაძლიოს მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებით. „შეერთებულ შტატებს მეტად უნდა სჯეროდეს ჩვენი“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-სგან მწვანე შუქის გარეშე სხვა მოკავშირეებმაც, შესაძლოა, უკრაინას არ მისცენ უფლება მათ მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს. „გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ. ძალის გარდა არაფერი ესმით. ჩვენ არ ვართ პირველი და არც უკანასკნელი სამიზნე. ვფიქრობ, აბსოლუტურად…

მეტი...

,,არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გახდეს ევროპის ოჯახი” – მანჯგალაძე

,,ქართული ოცნება“ სპეკულირებდა, რომ კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობდა. ეუთო/ოდირის დასკვნა დაიდო, სადაც უამრავი სამართლებრივი არგუმენტია, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გახდეს ევროპის ოჯახი”, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. ეუთო/ოდირის შეფასებაში გაბათილებულია ,,ქართული ოცნების“ ყველა არგუმენტი, თითქოს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიზანი გამჭვირვალობა იყო. ,,ეუთო/ოდირის დასკვნა ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. დასკვნაში გაბათილებულია ყველა არგუმენტი ,,ქართული ოცნების“, თითქოს მათი…

მეტი...

,,დადგა დრო, განვიხილოთ ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა, რომ უკრაინას საშუალება მიეცეს, რეალურად დაიცვას თავი” – სტოლტენბერგი

პრაღაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც იღებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკრაინის თხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომ კიევმა დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს რუსეთში სამიზნეებზე დარტყმისთვის. მისი თქმით, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება, რათა თავი რეალურად დაიცვან. ,,მოკავშირეები უკრაინას აწვდიან სხვადასხვა ტიპის სამხედრო მხარდაჭერას და ზოგიერთმა მათგანმა დააწესა გარკვეული შეზღუდვები ამ იარაღის გამოყენებაზე. ეს არის ეროვნული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ეს ომი, გარემოებებიც შეიცვალა. თავიდან თითქმის ყველა ბრძოლა მიმდინარეობდა…

მეტი...

სარაკეტო იერიში ხარკოვზე- 3 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა

,,რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა“,- ამის შესახებ ინფორმაციას ,,როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს, ასევე, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას მოხვდა. ,,როიტერის“ ცნობით, მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. პარალელურად, მიმდინარეობდა ევაკუაციის პროცესი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ,,მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განზრახ თავდასხმას“ ,- წერს ,,როიტერი“.

მეტი...