“კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”- სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახალ კანონს საქართველო არასწორი გზით მიჰყავს და ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა შეშფოთება.

 “საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” საქართველოს არასწორი მიმართულებით მიჰყავს და შესაბამისად, ნატო-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები