,,კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ,,უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. ,,უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის ევროპულ დღის წესრიგთან. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველო ხალხის ევროპულ მისწრაფებას”, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

დოჰა-დუბლინის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა

დოჰა-დუბლინის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაშავდა. თვითმფრინავი დუბლინში, ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე, დაეშვა. რეისს აეროპორტში სასწრაფო დახმარების სამსახურები დახვდნენ, მათ შორის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,მგზავრების და ეკიპაჟის მცირე რაოდენობამ ფრენისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ახლა სამედიცინო დახმარებას უტარდებათ… საკითხი ახლა შიდა გამოძიებას ექვემდებარება… ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნლია განცხადებაში.

მეტი...

,,ეს არის შანტაჟი, ამას არ გავატარებთ” – ანრი ოხანაშვილი მიხეილ დაუშვილს

,,ძალიან მძიმეა უსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ჩვენ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის საპასუხოდ განაცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, ის, რაც მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, ოკუპანტის ინტერესია და სხვა არაფერი. „ამ ადამიანმა დღეს იკადრა შემდეგი რაღაც, რომ თურმე ჩვენმა…

მეტი...

,,დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ გზაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდება” – ლანდსბერგისი

,,დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ გზაზე საჯარო ინფორმაციის მიწოდება”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ვეღარ ისარგებლებს. „მე ვფიქრობ რომ მიმდინარე მოვლენებს ასახვა უნდა მოჰყვეს. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირიდან იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი. თუ კანონს საბოლოო ფორმით მიიღებენ, საქართველო ვერ გააგრძელებს მის ევროპულ გზას. ეს ძირითადად ნიშნავს იმას, რომ იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი რომელიც პირობების საფუძველზე მიიღო საქართველომ და არ აკმაყოფილებს…

მეტი...

„ასე ძალიან ამ ბოლო დროს არაფერი მწყენია! როგორ მქონდა იმედი“ – თეა წულუკიანი ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, მსახიობი ტრისტან სარალიძე. სოციალურ ქსელში მისი კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ. კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ემოციურ პოსტს ავრცელებს და გარდაცვლილის კოლეგებს და ოჯახს უსამძიმრებს: „ასე ძალიან ამ ბოლო დროს არაფერი მწყენია! როგორ მქონდა იმედი… ვიზიარებ!”, – წერს თეა წულუკიანი.

მეტი...

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. სამწხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ელისო პაჭკორია ავრცელებს. 68 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა. „გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის? ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო“, – წერს ელისო პაჭკორია. „მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული! წავიდა ჩვენი ძმაკაცი, ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“, – წერს ედმონდ მინაშვილი. ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი…

მეტი...

,,აშკარაა, საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ამბობს, რომ დღევანდელ საბჭოზე საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება. ,,მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”, – ამბობს ბორელი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შესახებ დღეს იქნება მხოლოდ არსებული სიტუაციის პირველადი შეფასება.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია” – რუსი სენატორი პუშკოვი

რუსი სენატორი, დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ,,მთავარ უცხოელ აგენტს” უწოდებს და ეხმარება 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ კობახიძის მიერ პრეზიდენტის ღალატში დადანაშაულებას. ,,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უცხოეთის მთავარი აგენტია, რომელიც დიდი ხანი და გაცნობიერებულად მუშაობს ქვეყნის საგარეო ძალების დამორჩილებისთვის. ამ მიზეზით ის ეწინააღმდეგება უცხოელი აგენტების კანონს. ეს კანონი თავისი შინაარსით თავად მას ეხება, თავისი ვექტორით კი მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული,” – წერს პუშკოვი Telegram-ზე.

მეტი...

„ჯიუტად უნდათ ამ კანონის გატანა, ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი“ – რომან გოცირიძე

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ როცა ,,ქართულმა ოცნებას” ყველამ ზურგი აქცია და ამ ფონზე მაინც ცდილობს კანონის გატანას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის ბედი არ აინტერესებს. ,,როცა მთელი მსოფლიო აიმხედრა “ქართულმა ოცნებამ”, ვითომ ერთი კანონის გამო, როდესაც ზურგი აქცია ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მაინც ჯიუტად უნდათ ამ კანონის გატანა, ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა…

მეტი...

,,ალბათ, დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, წაკითხვაც გაგიჭირდათ” – ღუდუშაური მსხილაძეს

,,თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა. ,,სიმართლე გითხრათ აქამდე ვერსად მოვისმინეთ მსჯელობა, ან დისკუსია, რასაც ჰქვია კონკრეტიკა. საერთოდ არის ზოგადი საუბრები. მოგიწოდებთ, რომ კონკრეტიკა იყოს აუცილებლად თქვენი მხრიდან. სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ. თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით,…

მეტი...

ხარკოვში გლოვის დღეა

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ.

მეტი...

„არ ხართ თქვენ ცუდი კაცი, უბრალოდ, მსხვერპლი ხართ“ – დეპუტატი პრეზიდენტის წარმომადგენელს

„მე მესმის თქვენი მდგომარეობა. არ ხართ ცუდი კაცი თქვენ, უბრალოდ, გახმოვანება გიწევთ ცუდი ტექსტების და იმ დაწერილი ტექსტების. მე თქვენ გიცნობთ და ვიცი, რომ ღირსეული კაცი ხართ, მაგრამ ვწუხვარ, რომ თქვენ მსხვერპლი ხართ ამ შემთხვე ვაში“ ასე მიმართა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“  პრეზიდენტის მოტივირებული შენოშვნები წარუდგინა.

მეტი...

ქვემო ქართლში სტიქიამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა ქუჩები, სახლები და სამეურნეო ნაკვეთები

უხვმა ნალექმა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტები. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ზოგიერთ ადგილას საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც. უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიაც.

მეტი...

„თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი,  ვერ გახვალთ დარბაზიდან“ – დეპუტატი პრეზიდენტის წარმომადგენელს

„თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი,  ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძის გამოსვლის საპასუხოდ. მსხილაძემ კომიტეტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა და აღნიშნა, რომ ეს კაონი უნდა გაუქმდეს. „არაადეკვატური“ – ასეთი შეფასება მისცა ოხანაშვილმა პრეზიდენტის ტექსტს .

მეტი...

,,თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რაც არ არის საპატიებელი. ვერ გახვალთ ამ დარბაზიდან” – დეპუტატი პრეზიდენტის წარმომადგენელს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ აპირებენ ვეტო დაძლიონ, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროსკენ ხელისუფლებას ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა – “ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები”. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლას ,,არაადეკვატურს” უწოდებს. ,,გასაგებია, თქვენი პოზიცია. ბატონო გიორგი, თქვენ თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ, თქვენი ამ არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ. თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ ამ დარბაზში გასცეთ პასუხი და ჩვენი საზოგადოება ნახავს,…

მეტი...

,,მოგიწოდებთ, ხვალიდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო” – ომბუდსმენი დეპუტატებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც ესწრება. მან პარლამენტს მოუწოდა, ხვალიდელ სხდმაზე, არ დაძლიონ ვეტო: ,,ამ ფრომით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს გვაქვს ამის კარგი მაგალითები, გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მესმის,…

მეტი...

ცნობილია, რომელი ოპოზიციური პარტიები მოაწერენ ხელს პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურებიან. რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერს. ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“. ამ პარტიების წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებები უკვე გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

მეტი...

ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან 09:00 საათზე აქცია გაიმართება

,,ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!” – გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები, დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ. ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას 09:00 საათზე დაიწყებს. ვეტოს დაძლევაზე კი ,,ოცნების” წევრები სესიაზე 28 მაისს იმსჯელებენ.

მეტი...