ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან 09:00 საათზე აქცია გაიმართება

,,ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!” – გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები, დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას 09:00 საათზე დაიწყებს. ვეტოს დაძლევაზე კი ,,ოცნების” წევრები სესიაზე 28 მაისს იმსჯელებენ.

მსგავსი თემები