ცნობილია, რომელი ოპოზიციური პარტიები მოაწერენ ხელს პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურებიან. რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერს.

ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“. ამ პარტიების წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებები უკვე გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

მსგავსი თემები