დოჰა-დუბლინის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა

დოჰა-დუბლინის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაშავდა. თვითმფრინავი დუბლინში, ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე, დაეშვა.

რეისს აეროპორტში სასწრაფო დახმარების სამსახურები დახვდნენ, მათ შორის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,მგზავრების და ეკიპაჟის მცირე რაოდენობამ ფრენისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ახლა სამედიცინო დახმარებას უტარდებათ… საკითხი ახლა შიდა გამოძიებას ექვემდებარება… ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნლია განცხადებაში.

მსგავსი თემები