„ჯიუტად უნდათ ამ კანონის გატანა, ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი“ – რომან გოცირიძე

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან.

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ როცა ,,ქართულმა ოცნებას” ყველამ ზურგი აქცია და ამ ფონზე მაინც ცდილობს კანონის გატანას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის ბედი არ აინტერესებს.

,,როცა მთელი მსოფლიო აიმხედრა “ქართულმა ოცნებამ”, ვითომ ერთი კანონის გამო, როდესაც ზურგი აქცია ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მაინც ჯიუტად უნდათ ამ კანონის გატანა, ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები