„26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე“- კობახიძე

„სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე განმარტებით, 26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე. „ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე, ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანებზე,“- განაცხადა პრემიერმა. „თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით“- სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

„ჩვენი მთავარი სურვილი და ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება“- კობახიძე

„ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ზრუნვა იმაზე, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთიან და ძლიერ საქართველოში. „ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა. კობახიძის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ…

მეტი...

„თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით“- სალომე ზურაბიშვილი

„ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე, ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს“- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის თავის ფიცს და ხალხს არ უღალატებს. „ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები“- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა აღნიშნა,…

მეტი...

„გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას“- პრემიერი

“სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გადაარჩინეს. „საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ…

მეტი...

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში“- კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მოსახლეობას და ასევე საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველებს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ წვევამდელებს, რომლებმაც ამ ღირსშესანიშნავ დღეს დადეთ სამშობლოს ერთგულების ფიცი. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

მეტი...

„ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად“- ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს დამოკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს ფოტიგა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მატარებელია. ეს დღე, როდესაც ის ზეიმობს 1918 წელს რუსეთისგან თავის დამოუკიდებლობას, გამოხატავს ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას. ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და კეთილდღეობას, და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მათი სურვილის წარმატებულად შესრულებას. დაე, საქარველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნას აღდგენილი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს,” – წერს ფოტიგა X-ზე.

მეტი...

„ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა“- სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. „ვულოცავ, მთელს საქართველოს, ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით – ეს არის ის, რაც არაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილის ოცნება და იდეა იყო. დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი. ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა და მუშაობა, რომ…

მეტი...

„სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი“- ლიეტუვის პრემიერი

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის“ – ასე ულოცავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ის, ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ კურსს. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.    

მეტი...

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები დაიწყო. ოფიციალური ღონისძიება თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.   საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

მეტი...

„ბედნიერად აღგენიშნოთ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობის დღე“-აშშ-ს საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად”, – წერია ინფორმაციაში.  

მეტი...

„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“- ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მათი განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. “ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მეტი...

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

“რაც გვეამაყება და გვაერთიანებს” – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.  სხავადსხვა ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება. „თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები. 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები. 26 მაისის საზეიმო…

მეტი...