ბანკზე თავდამსხმელი და მძევლების ამყვანი წინასსარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

„ეს იყო დიდი მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე“ აცხადებს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული  პირის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძემ, რომელიც საქმის მასალების გაცნობას ელოდება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე ოჯახის წევრებმა დამირეკეს. საქმის მასალებს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ არ არის დასრულებული. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ერთადერთი რამ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო დიდი მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე. სავარაუდოდ ვამბობ ამას. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენთანაც მწირი კომუნიკაციით შემოიფარგლა“ – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულს ჰყავს ორსული მეუღლე და მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, ორსულობასთან ერთად თანმდევი გულის პრობლემები, რაც ძალიან ართულებს მის მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული „საქართველოს ბანკის” შენობაში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და თანხას ითხოვდა.

მსგავსი თემები