„26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე“- კობახიძე

„სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე განმარტებით, 26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე.

„ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე, ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

„თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით“- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები