„თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით“- სალომე ზურაბიშვილი

„ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე, ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს“- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის თავის ფიცს და ხალხს არ უღალატებს.

„ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები“- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოსი დაიბადნენ და მონობას არ შეეგუებიან.

“აქ ხართ ადამაინები, რომლებიც დამოუკიდებელი, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო, ვერ წარმოგიდგენიათ, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით. დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში თავისი ნამდვილი სახე გვაჩვენა. შიშის, შურის, სიძულვილის გარეშე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

 

მსგავსი თემები