„ჩვენი მთავარი სურვილი და ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება“- კობახიძე

„ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ზრუნვა იმაზე, რომ ყველამ ერთად იცხოვროს ერთიან და ძლიერ საქართველოში.

„ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში“- კობახიძე

 

მსგავსი თემები