„ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა“- სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც აღდგა ნანატრი, საქართველოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს.

„ვულოცავ, მთელს საქართველოს, ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდებულს თავისი არსით, შინაარსითა და მნიშვნელობით – ეს არის ის, რაც არაერთი ქართველის, სახელოვანი მამულიშვილის ოცნება და იდეა იყო. დიდებული დღე თითოეული ქართველისთვის, ვინც ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტერესი მუდმივად იყოს ნომერ პირველი. ეს არის დღე, როდესაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაუღალავი ბრძოლა და მუშაობა, რომ ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილი იყოს, იმის სამსახურში ყოფნა, რაც გვეამაყება და რაც გვაერთიანებს“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

მსგავსი თემები