Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 300 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 603-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.85%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 326 423-მდე.