კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 757 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 403 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 19, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მსგავსი თემები