“შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები და არ ვიყოთ დაავადებულები – ეს ყველაზე საშიშია” – ლევან რატიანი

“ინფექციურ დაავადებას ახასიათებს ორი რამ: შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები და არ ვიყოთ დაავადებულები. ეს ყველაზე საშიშია, იმიტომ რომ 100%-ით ვავრცელებთ ინფექციას, მაგრამ ვინ როგორ მიიღებს და ვის როგორი იმუნიტეტი აქვს, არავინ არ ვიცით”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, პირველი მოთხოვნაა ფიზიკური დისტანცირება.

„აუცილებლად უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. არავის ვაშინებ, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედა, რომელიც შეიძლება იყოს COVID-ინფიცირებული, ბავშვის გაჩენის შემდეგ, შვილს უნდა დაცილდეს. ამიტომაც უნდ დავცილეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ამით დროს მოვიგებთ და მეტად ვეომოთ ამ ვირუსს: იქნებ წამალი გამოჩნდეს ან ვაქცინა. თქვენ კარგად იცით, რომ არ არსებობს პათოგენეზური მკურნალობა, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომური. ზოგს გაუმართლებს ამ სიმტომურ მკურნალობაში, ზოგს – არა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დარჩნენ სახლში, რომ გადავრჩეთ“ -განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები