კორონავირუსით 723 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 300  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 723  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 407  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.86 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  343 603-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.86 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 407 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 326 423-მდე.

მსგავსი თემები