მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, ისინი მას არ ემორჩილებოდნენ.
„დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება, დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს. ბოლო პერიოდში, დიაკვნების ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან ისინი პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. ასევე , მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან“ – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მან ასევე ბრძანება, სადაც ვკითხულობთ: „სამღვდელმთავრო მსახურების სათანადო აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში. ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე“.
მიტროპოლიტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მაშინ აღუდგებათ, როცა საჯაროდ მოინანიებენ საკუთარ საქციელს.
შეგახსენებთ, რომ დიაკვნებს ყოფილი მეუფის, პეტრე ცაავას „გუნდის“ წევრებად მოიხსენიებდნენ.