აშშ პანდემიით დაზარალებულებს 1 400 დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, რომლებიც „კოვიდპანდემიამ“ დააზარალა და შემოსავლის გარეშე დატოვა, სახელმწიფო დახმარების სახით 1400 დოლარს მიიღებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სენატმა დაამტკიცა და მისი ბიუჯეტი ის 1.9 ტრილიონი დოლარია. ეს იქნება ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ამერიკელები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი მსგავსი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს თანხა ბიუჯეტს დააზარალებდა და მოსახლეობასაც დიდ შვებას ვერ მისცემდა.  

მსგავსი თემები