„ვადამდელი არჩევნები დაიდოს“ – მსვლელობა დაიძრა

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ამ წუთებში, თბილისში მსვლელობა იმართება. ოპოზიციური პარტიის წარმომდგენლები და აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან დაიძრნენ და ფეხით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

„ვადამდელი არჩევნები დაიდოს“ – ასეთია აქციის მონაწილეთა ლოზუნგი, რომლებსაც სხვადასხვა პლაკატითა და „ფიტულებით“ არიან აღჭურვილები.

როგორც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აცხადებს, აქცია დაიგეგმა სპონტანურად და ის უკავშირდება იმ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებს და საუბარია რამდენიმე პირის მიმართ ანგარიშსწორებასა და დასჯაზე. მათ შორის, სკოლის მოსწავლეზე.

აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო ეკიპაჟები.  

მსგავსი თემები